11:55 - 27 Jul, 2026
|
2020-10-16 18:33:34, 583 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების" ლიდერებმა ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად, ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება.
შედეგად, ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალს თანამედროვე სტანდარტებისა და სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესაბამისი სამუშაო სივრცე ექნება.
ახალი შენობის გარდა, ოზურგეთის გადაუდებელი დახმარების სამსახურს 2 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების ავტომობილი გადაეცემა. ადგილზე ასევე იგეგმება კრიტიკულ პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის გათვლილი რეანიმობილის განთავსებაც.
„ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნეს, რომ მათი ხელშეწყობა მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტულია.
ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება ჯამში 490 ათასამდე ლარს შეადგენს და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად, ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება.
შედეგად, ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალს თანამედროვე სტანდარტებისა და სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესაბამისი სამუშაო სივრცე ექნება.
ახალი შენობის გარდა, ოზურგეთის გადაუდებელი დახმარების სამსახურს 2 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების ავტომობილი გადაეცემა. ადგილზე ასევე იგეგმება კრიტიკულ პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის გათვლილი რეანიმობილის განთავსებაც.
„ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნეს, რომ მათი ხელშეწყობა მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტულია.
ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება ჯამში 490 ათასამდე ლარს შეადგენს და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)