|
2020-10-15 13:56:03, 405 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად იმუშაონ დისტანციური რეჟიმით
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად იმუშაონ დისტანციური რეჟიმით. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბიფინგზე აღნიშნა, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზე და აღჭურვონ ისინი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებებით. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა - მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ეს არის რეკომენდაცია. ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ყოველთვის ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის, რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როდესაც ერთ ორგანიზაციაში 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს, ვიზრუნოთ მათზე და უნდა აღვჭურვოთ იმ აუცილებელი საშუალებით, რათა ამ ხალხმა დაიცვან თავი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)