|
2020-10-14 21:38:36, 475 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და პერსონალს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადაეცემა
ხვალ, 15 ოქტომბერს, 12:30 საათზე, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში (მისამართი: ბუდაპეშტის ქ#28) გაეროს ბავშვთა ფონდი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებებს გადასცემს. ღონისძიებას დაესწრებიან: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის დეპარტამენტის დირექტორი ადამ შმიდტი. პერსონალური დაცვის საშუალებები დაეხმარება საქართველოს მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს, მზრუნველებს, წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს, სერვისის მიმწოდებლებს, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვებსა და სხვა დაუცველ ჯგუფებს, თავი დაიცვან COVID-19-საგან. დამცავი საშუალებები შეძენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოში COVID-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება“ ფარგლებში.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)