|
2020-10-12 15:54:06, 490 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ქვეყანას აზიანებს ორი ვირუსი, კოვიდი და „ქართული ოცნება“, 31 ოქტომბერს ორივე წარსულს უნდა ჩაბარდეს
დღეს ქვეყანას აზიანებს ორი ვირუსი, კოვიდი და „ქართული ოცნება“ და როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ორივე მათგანი 31 ოქტომბერს წარსულს უნდა ჩაბარდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად, პარტია სრულად იცავს ყველა რეკომენდაციას, თუმცა იმის იმედი, რომ ქვეყანაში შეჩერდება პოლიტიკური აქტივობა, იმის იმედი, რომ ხალხი აღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს, არ უნდა იყოს. „რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექნებათ ექიმებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მაგრამ იმის იმედი , რომ ქვეყანაში შეჩერდება პოლიტიკური აქტივობა, იმის იმედი, რომ ხალხი აღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს და არჩევნებზე ვირუსის დახმარებით გაიმარჯვებს მეორე ვირუსი „ქართული ოცნება“, არ უნდა გვქონდეს. გაგრძელდება კამპანია, გაგრძელდება შეხვედრები და ვირუსს ამოფარებული, მეორე ვირუსი 31 ოქტომბერს ამ ქვეყანას მოსცილდება. ამიტომ ვირუსის და პანდემიის მხარეს ჩვენ არ ვდგევართ, ჩვენ ვებრძვით ქვეყანაში კოვიდსაც და „ქართულ ოცნებასაც“, ორ ვირუსს, რომელიც აზიანებს დღეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ნორმალურ ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ დავიცავთ ყველ რეკომენდაციას, ხოლო ხელისუფლება რომელიც ცდილობს ვირუსთან ერთად გამარტივებულად გაძვრეს არჩევნებზე და ხალხს პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცეს, დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს კოვიდთან ერთად ჩაბარდება წარსულს“, - განაცხადა ბაქრაძემ.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)