20:54 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 15:13:10, 422 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაფიო ხედვა, გვყავს ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წაიწევს

გვაქვს მკაფიო ხედვა, გვყავს ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წაიწევს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბორჯომში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ანტონ ობოლაშვილია.

„ბორჯომი არის უსაყვარლესი ქალაქი,  ბევრ ჩვენგანს ბავშვობა აქვს გატარებული ამ ქალაქში, შესაბამისად ეს დამოკიდებულება განსაკუთრებულია.

ყველამ კარგად ვიცით, რამხელა პოტენციალი აქვს ბორჯომს, როგორც ტურისტული, ისე ბევრი სხვა თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ვიცით, რომ ამ ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.  ბევრი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში, თუმცა გვესმის, რომ კიდევ უფრო ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიხილოთ კიდევ უფრო განვითარებული, გაძლიერებული ბორჯომი და ბორჯომის მუნიციპალიტეტი. აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება მკაფიო ხედვა.

ჩვენი პარტია სხვა პარტიებისგან გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული, მკაფიო ხედვა,  თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, თითოეული მუნიციპალიტეტი. ეს ხედვა არის ასახული პროგრამაში და  იმ დოკუმენტებში, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით არის შემუშავებული.

ჩვენ გამოგვარჩევს ძალიან ღირსეული გუნდი, რომლის საპარლამენტო სიის სათავეში დგას პრემიერი გიორგი გახარია. ჩვენ წარვადგინეთ ახალი საპარლამენტო გუნდი, რომელიც წარმოდგენილია, როგორც გამოცდილი, ისე ახალი წევრებით. ჩვენ, გვყავს ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ვიტყოდი რომ მართლაც გამორჩეული ამ კანდიდატებს შორის ანტონ ობოლაშვილი, რომელიც წარმოადგენს ამ რეგიონს,  არის რეგიონზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი და ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს რეგიონისთვის.

გვაქვს მკაფიო ხედვა, გვყავს ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წაიწევს და ბორჯომის რაიონი კიდევ უფრო მეტად განვითარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics