20:55 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 18:03:35, 629 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველასგან გამოგვარჩევს ის, რომ გვაქვს ძალიან კარგად გაწერილი საარჩევნო პროგრამა

ჩვენ ყველასგან გამოგვარჩევს ის, რომ გვაქვს  ძალიან კარგად გაწერილი  საარჩევნო პროგრამა, სადაც ასახულია  ქვეყნის და თითოეული რეგიონის განვითარების კონკრეტული ხედვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ცაგერში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტიას ზუსტად აქვს დანახული ის, თუ რა სჭირდება  თითოეულ რეგიონსა და მუნიციპალიტეტს.

„გზად ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს, თუ  რა ლამაზია ლეჩხუმი, რა ლამაზია ამ ულამაზესი რეგიონის თითოეული კუთხე. ამ სილამაზეს ბუნებრივია სჭირდება შენარჩუნება,  გაფრთხილება და კიდევ უფრო მეტად განვითარება.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მაღალმთიან რეგიონებს  სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებული ყურადღება  ცენტრალური ხელისუფლების  მხრიდან და  ამის გამოხატულება იყო სწორედ „ქართული  ოცნების" ხელისუფლების მიერ მთის შესახებ კანონის მიღება.

ამ კანონს ჰყავს უამრავი თანაავტორი,  მათ შორის ჩვენი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე. მთის შესახებ კანონმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა - გააუმჯობესა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, ხელი შეუწყო რეგიონის განვითარებას,  თუმცა ისიც გვემის, რომ ესეც არ არის საკმარისი - კიდევ ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელია  იმისათვის, რომ კიდევ ურო მეტად განვითარდეს ეს ლამაზი რეგიონი და ბუნებრივია, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში  ყველამ ერთად  ამაზე უნდა ვიზრუნოთ.

ჩვენ ყველასგან გამოგვარჩევს ის, რომ გვაქვს  ძალიან კარგად გაწერილი  საარჩევნო პროგრამა, სადაც ასახულია  ქვეყნის და თითოეული რეგიონის განვითარების კონკრეტული ხედვა.  ზუსტად გვაქვს დანახული ის, თუ რა სჭირდება  თითოეულ რეგიონს, მუნიციპალიტეტს და  შესაბამისად, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან.

გამოვირჩევით იმით, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში, ყველასგან გამორჩეული გუნდით ვართ წარმოდგენილნი. ჩვენ წარვადგინეთ საპარლამენტო სია, რომლის პირველი ნომერი, ლიდერი გახლავთ  გიორგი გახარია, ქვეყნის პრემიერ - მინისტრი. სიაში არიან როგორც გუნდის   გამოცდილი წევრები, ისე  ახალი სახეები და ეს გუნდი სამთავრობო გუნდი, საპარლამენტო გუნდი იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენს მიერ დასახული გეგმები აუცილებლად აღსრულდება და ეს იქნება თავის  მხრივ იმის წინაპირობა, რომ  განვითარდება თითოეული რეგიონი და განვითარდება რა თქმა უნდა ცაგერის მუნიციპალიტეტი.

ამ გუნდის ძალიან ღირსეული წევრი არის და იქნება გოჩა ენუქიძე. მას ბევრი რამ აქვს გაკეთებული გასული წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ  მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც ძალიან ბევრ რამეს გაუკეთებს ამ რეგიონს“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics