19:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 23:44:25, 423 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე მოწერელია - „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომლის ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის უკეთესი მომავალია

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურია და ზუმის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.

„დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ორ განსაკუთრებულად ლამაზ სოფელში, მუხურსა და ზუმში ვიმყოფებოდი. ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ვიმსჯელეთ სოფლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამ სოფლებში შეძლო წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვარება: ზუმიდან სოფელ მიქავას მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო.მუხურში, ტობავარჩხილის ტბის მიმართულებით მიმდინარეობს 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ეს პროექტი ტურიზმის განვითარებასთან ერთად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერებას. ასევე, სოფლის ცენტრსა და ქოყოს უბანში, მიმდინარეობს, მაღალი კლასის ევროპული სტილის სასტუმროების მშენებლობა. რეაბილიტირდა სოფელში არსებული 2 საბავშვო ბაღი.

გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს გუნდს აქვს შესაბამისი გამოცდილება ამ საჭიროებების ყველაზე სწრაფად და ეფექტიანად დაძლევის. სწორედ „ქართული ოცნებაა" ის გუნდი, რომლის ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის უკეთესი მომავალია", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics