|
2020-10-07 12:57:53, 530 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ბანკი - მამაკაცებს როგორც საბაზისო, ისე უმაღლესი განათლების დონის ამაღლება სჭირდებათ
მსოფლიო ბანკი ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მამაკაცებს როგორც საბაზისო ისე უმაღლესი განათლების დონის ამაღლება სჭირდებათ. ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყანაში, ქალების ჩართულობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში და მათემატიკაში (STEM) მნიშვნელოვნად დაბალია მამაკაცებთან შედარებით. „ხარისხიანი უმაღლესი განათლება უმნიშვნელოვანესია ადმიანებისთვის სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, უწყვეტი მიგრაციის მიუხედავად, ასევე ხელს შეუწყობს მაღალი დონის უნარ-ჩვევების მქონე შრომითი რესურსების შენარჩუნებას. გენდერული განსხვავებები განათლებაში და ჯანდაცვაში რეგიონის მასშტაბით შეზღუდულია და, არსებობის შემთხვევაში, ისინი ქალების სასარგებლოდ მეტყველებს. ფაქტიურად, ანგარიშის თანახმად, მამაკაცებს როგორც საბაზისო ისე უმაღლესი განათლების დონის ამაღლება სჭირდებათ. თუმცა, თითოეულ ქვეყანაში, ქალების ჩართულობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში და მათემატიკაში (STEM) მნიშვნელოვნად დაბალია მამაკაცებთან შედარებით. ეს საკითხი საყურადღებოა, რადგან STEM დისციპლინებში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები სავარაუდოდ უფრო დიდი ალბათობით დასაქმდებიან და მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ“, - ნათქვამია ანგარიშში.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)