23:34 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 08:45:05, 1100 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის გენპროკურატურა: სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტო იერიში მიიტანა - სომხეთი ინფორმაციას უარყოფს

სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტი იერიში მიიტანა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

“გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის თანახმად, 2020 წლის 6 ოქტომბერს, 21:00 საათზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იერიში მიიტანეს რეგიონში ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯეიჰანმა რაკეტები ესროლა მილსადენის ნაწილს, რომელიც ევლახის რეგიონში გადიოდა, ტერორისტული მცდელობა ჩვენმა არმიამ თავიდან აიცილა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა გააკეთა.

„სომხეთმა კასეტური რაკეტა გაისროლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისკენ. ბომბი მილსადენისგან 10 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა. მილსადენი არ დაზიანებულა. ეს არის სომხეთის შეტევა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ - განაცხადა ჰაჯიევმა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აღნიშნულ იფორმციას. 

„აზერბაიჯანის განცხადება, რომ სომხეთის სამხედრო ქვედანაყოფები ცდილობდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელებას, უტიფარი ტყუილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა არ წარმოადგენს ჩვენ სამიზნეს“, - წერს ოვანისიანი.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics