01:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 17:18:03, 544 ნახვა

სამართალი
თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს

თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არის „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე.

მანჯგალაძის თქმით, დაკავება იყო უკანონო.

„თავიდანვე დაკავება იყო უკანონო. მე ვარ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მესამე ნომერი და საარჩევნო კოდექსის მიხედვით ვსარგებლობთ იმუნიტეტით. ამიტომ ის რაც სამართალდამცავებმა გააკეთეს იყო არაკანონიერი“, - განაცხადა მაჯგალაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერიასთან ხმაური იყო. აქციაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტები და დეპუტატობის კანდიდატი, პაატა მანჯგალაძე დააკავეს.

აქციის მონაწილეები „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ გამოწერილ ჯარიმებს აპროტესტებდნენ და მერიაში შესაბამისი განცხადების შეტანა სურდათ, თუმცა ამის უფლება აქტივისტებს სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მოგვიანებით მერიან განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics