18:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 13:00:27, 483 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის დროს ჩვენი ურთიერთობები სომხეთ-აზერბაიჯანთან ისტორიულ მინიმუმზე დაეცა

„ივანიშვილის დროს ჩვენი ურთიერთობები სომხეთთან და აზერბაიჯანთან ისტორიულ მინიმუმზე დაეცა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ გადმოაგდო თითიდან გამოწოვილი, მაგრამ დიდი ხნის წინ მომზადებული პროვოკაცია, რომ თურმე ჩვენ დავით გარეჯი გავყიდეთ.

„ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ გადმოაგდო თითიდან გამოწოვილი, მაგრამ დიდი ხნის წინ მომზადებული პროვოკაცია, რომ თურმე ჩვენ დავით გარეჯი გავყიდეთ, მივეცით აზერბაიჯანელებს და მათ ამაში ფული გადაგვიხადეს. ჯერ ერთი, არაფერი მიგვიცია, ყველა შეხვედრაზე ვაყენებდი გარეჯის საკითხს. ბოლოს ჩვენ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, რომ მომხდარიყო გარეჯის დაკანონება, რა თქმა უნდა, შესაბამისი გაცვლის ხარჯზე, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, მთელი ეს პერიოდი ნებისმიერ ქართველს შეეძლო ჩვეულებრივად გარეჯში შესვლა, ლოცვა და ივანიშვილის დროს ეს დავკარგეთ. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილის დროს ჩვენი ურთიერთობები, როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან ისტორიულ მინიმუმზე დაეცა. ამ სიტუაციაში, ამ პროვოკაციის გადმოგდება პირდაპირი დესტაბილიზაციაა საქართველოს ისედაც შელახული ურთიერთობების და რეპუტაციის ამ ქვეყნებში და სამხრეთ კავკასიაში. ეს ურტყამს თითოეულ ქართველს“, - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics