|
2020-10-01 14:01:49, 571 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნები დღევანდელი ჭაობის შენარჩუნებას ცდილობენ
„ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა ცდილობს შეინარჩუნოს დღევანდელი ჭაობი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიას თქმით, ყველა ოჯახში ერთი და იგივე სურათია - უიმედობა, „ფეხებზე დაკიდება“. „ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა ცდილობს შეინარჩუნოს დღევანდელი ჭაობი, რომელიც კატასროფას უქადის ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენ ამას ვხედავთ ყველა ოჯახში, ერთი და იგივე სურათია, უიმედობის, ფეხებზე დაკიდების და იმის, რომ დღევანდელი ვითარება არანაირ შანს არ აძლევს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ოჯახებს წინსვლისა. მთავრობა, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს და ძალიან მცირედით კმაყოფილდება და დანარჩენს უტოვებს ჩვენს ოჯახებს, რათა ჩვენ საკუთარი შრომით მოვიპოვოთ ბედნიერება და კეთილდღეობა. ეს არის სწორედ გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრება, თავისუფალი სასამართლო ნაფიცი მსაჯულებით და რეალური თვითმმართველობა. ეს არის ევროპული საქართველოს გეზი და სწორედ ევროპული საქართველო ორივე მხრიდან თავდასხმის ქვეშ არის. ოცნების და ივანიშვილის პროპაგანდა ყველგან ჩვენზე იძახის, რომ ეს იგივე ნაციონალური მოძრაობაა, რადგან ეშინიათ ჩვენი ხედვის და იმ გარდამტეხი ცვლილებების, რომელთაც ჩვენ, ევროპული საქართველო მოვიტანთ. სააკაშვილის პროპაგანდა, ასევე იგივე ნიაღვარით გვაბრალებს შეკვრას ოცნებასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამომრჩეველმა იცოდეს ჩვენი ვალდებულებები, რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ“, -აცხადებს ბოკერია.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)