17:55 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 23:57:59, 542 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა

თბილისის მერიის მხარდაჭერით, დღეს, თბილისის რიგით მეორე საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო, რომელმაც საფესტივალო მასტერკლასებსა და ვორქშოფებში მონაწილე ახალგაზრდა მუსიკოსებს საპატიო პრიზები და სიგელები გადასცა. საგანმანათლებლო კომპონენტის სამი საუკეთესო მონაწილე, ასევე,  დააჯილდოვა კლასიკური მუსიკის ხმის ჩამწერმა ბერლინურმა ლეიბლმა - Cugate Classics. კომპანია გიორგი გიგაშვილის, ასლან ჩიქოვანისა და სანდრო გეგეჭკორის პროფესიონალურ აუდიოჩანაწერებს დაამზადებს, ხოლო გიორგი გიგაშვილს, ასევე კომპაქტ-დისკის სრულ საპროდიუსერო მხარდაჭერას გაუწევს.

 

თბილისის მეორე საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდა. საფესტივალო კონცერტები, მასტერკლასები, ვირტუალური ვორქშოფები და ლექციები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. მუსიკალურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ ლეგენდარული პიანისტი ციპრიენ კაცარისი, ცნობილი მუსიკოსები - ჯერომ როუზი და ჯეფრი სუონი, მასიმილიანო ფერატი და გაბრიელე ლეპორატი, ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები - ნიკოლას ნამორაძე და მარიამ ბაწაშვილი.

 

თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის ფარგლებში, არტოს ბაღში დუდანა მაზმანიშვილის კონცერტიც გაიმართა. ქართველი პიანისტი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა, რომელსაც ცნობილი დირიჟორი მორიც გნანი ხელმძღვანელობდა. ფესტივალი 29 სექტემბერს, სიმფონიური მუსიკის კონცერტით დასრულდა, რომელზეც მსმენელის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და ახალი თაობის ქართველი მუსიკოსები - გიორგი გიგაშვილი და ცოტნე ზედგინიძე წარდგნენ. 

 

ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია მსოფლიო ბრენდი - BECHSTEIN, რომელმაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს საჩუქრად დასაკრავი მუსიკალური ინსტრუმენტი გადასცა. თბილისის მერის მოადგილისა და სასახლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, იმ დარბაზს, სადაც ინსტრუმენტი განთავსდება, სიმბოლურად „ბეხშტეინის“ დარბაზი დაერქმევა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics