|
2020-09-29 14:42:48, 608 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი „ლელო“-ზე - ვითომდა პოლიტიკურ ველზე რაღაცა პროგრესული იდეის შემოტანას ცდილობენ
„ვითომდა პოლიტიკურ ველზე ცდილობენ რაღაცა პროგრესული იდეის შემოტანას“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პრესსპიკერი გია ვოლსკი „ლელოს“ ინიციატივას, რომ თუ კანდიდატი უარს იტყვის დებატებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია მოეხსნას. ვოლსკიმ აღნიშნულ კანონპროექტს აბსურდული უწოდა. „ლელომ“ შემოიტანა აბსურდული კანონპროექტი, რომელიც განხილული იქნება თუ არ იქნება, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვითომდა პოლიტიკურ ველზე ცდილობენ რაღაცა პროგრესული იდეის შემოტანას, რომ თუ კანდიდატი უარს იტყვის დებატებში მოსვლაზე, უნდა მოეხსნას რეგისტრაცია. არავინ არ კითხულობს რა აზრი აქვს ამომრჩეველს ამასთან დაკავშირებით. იქნებ არ სურს ჩემს ამომრჩეველს, რომ დებატებში დავჯდე ნულოვანი რეიტინგის მქონე პარტიასთან და მით უმეტეს, რომელიც მევახშეობის რესურსზეა ნაშენი“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, „ლელომ“ დაარეგისტრირა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც მმართველი გუნდს ავალდებულებს მათმა კანდიდატმა საარჩევნო დებატებში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა. იმ შემთხვევაში თუ დეპუტატი ორჯერ უარს იტყვის დებატებში მონაწილეობაზე, რეგისტრაციიდან მოიხსნება.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)