|
2020-09-29 14:41:55, 662 ნახვა
პოლიტიკა
რევაზ არველაძე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს. როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს. „უკეთესი იქნებოდა არ გაუქმებულიყო საგანგებო მდგომარეობა და შენარჩუნებულიყო კომენდანტის საათი, ვთქვათ, 22:00-დან 7:00 საათამდე ისეთი შეზღუდვებით, რომლის დროსაც ბიზნესის ზიანი მინიმალური იქნებოდა. ჩვენ გვახსოვს, მარტში, როდესაც დღეში მაქსიმუმ 9 პიროვნება სნეულდებოდა, შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა. ახლა კი, სექტემბერში სამჯერ მეტი დაინფიცირდა, ვიდრე თებერვალ-აგვისტოში მთლიანობაში. გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ასეთი მდგომარეობა შემაშფოთებელია. უკეთესი იქნებოდა, არ გაუქმებულიყო საგანგებო მდგომარეობა და შენარჩუნებულიყო კომენდანტის საათი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს ეს საგანგებო მდგომარეობა, რადგან არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს და შემდეგ სიტუაციის მიხედვით აღდგეს ან არა. ვფიქრობ, არ უნდა დაველოდოთ როდის გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებლების პროპორციულად“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)