|
2020-09-26 13:18:35, 498 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: „ნაცმოძრაობა“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „გირჩთან“ დაპირისპირება არ არსებობს. ბოკუჩავამ განმარტა, რომ „ნაცმოძრაობა“დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს. „არ არსებობს დაპირისპირება. შეიძლება იყოს მწვავე დისკუსია და მწვავე მსჯელობა იმიტომ, რომ ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება. ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამ არჩევნებში შევდივართ იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და შემდეგ მოახდინოს დემოკრატიული მთავრობის ფორმირება, რომელიც ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილის რვაწლიან რეჟიმს, რომელმაც სიღატაკის გარდა არაფერი მოუტანა ქვეყანას”, - განაცხადა ბოკუჩავამ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)