|
2020-09-26 10:10:36, 762 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიეტების მიმართ ზეწოლის მიზნით კონტროლის ღონისძიებების განახორციელებას დეზინფორმაციას უწოდებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიეტების მიმართ ზეწოლის მიზნით კონტროლის ღონისძიებების განახორციელებას დეზინფორმაციას უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „დღეს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით, გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მეწარმე სუბიეტების მიმართ ზეწოლის მიზნით კონტროლის ღონისძიებები განახორციელეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, საგადასახადო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი რისკის მქონე გადასახადის გადამხდელებთან სისტემატურად ახორციელებს მიმდინარე კონტროლის პროცედურებს, მათ შორის, ინვენტარიზაციას. ინვენტარიზაციის მიზანია, მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული საქონლის (ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება. აღნიშნული პროცესი ხორციელდება მათი ადგილმდებარეობის მიხედვით და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობა აუცილებელია. ამასთან, თუ კონტროლის პროცედურები (ფაქტობრივი აღრიცხვა) ერთი დღის განმავლობაში ვერ დასრულდება, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, სათავსო ილუქება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, დგება შესაბამისი დალუქვის ოქმი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებს ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ამგვარი ღონისძიებები განხორციელდა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში და აღნიშნულ რეგიონებში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტების მიმართ საგადასახადო კონტროლის პროცედურები განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სექტემბრში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 245 ფაქტი გამოვლინდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)