18:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 15:38:30, 699 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი.

მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ერთი ხმა ხათუნა ლაგაზიძემ მიიღო, ხოლო ირმა სოხაძემ - არც ერთი.

ცნობისთვის, თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს; არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics