14:24 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 13:51:24, 627 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ყველა პარტიას, ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებით ერთმანეთს

მოვუწოდებ ყველა პარტიას ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებით ერთმანეთს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანი არა ერთმანეთის ჩაძირვა, არამედ საერთო ენის პოვნაა.

„კატეგორიულად გავემიჯნეთ ყოველგვარ კინკლაობას და მოვუწოდებ ყველა პარტიას ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებით ერთმანეთს.  არ არის ჩვენი მიზანი ერთმანეთის ჩაძირვა, ჩვენი მიზანია ვიპოვოთ საერთო ენა. აქედან გამომდინარე მე იმედი მაქვს რომ იგივე შეცდომას არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობა“ რაც დაუშვა ისნის რაიონში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდა ბოდიში მოუხადოს ენმ-ს ამომრჩეველს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომ ჯაფარიძისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანი არ არის.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics