|
2020-09-24 15:36:53, 478 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ხახუბია: ჩემი მიზანი მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა
„ქართული ოცნების" ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთის მუნიციპალიტეტში ბარათაშვილის, ზამბახიძის , მიქაბერიძის, სააკაძის და ფაზისის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.შეხვედრა ტრადიციულად, დიალოგის ფორმატში წარიმართა. კანდიდატის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ამ უბნებში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დაიგო ახალი გზა ბარათაშვილის ქუჩიდან მალთაყვის ზოლამდე, ზამბახიძის ქუჩაზე მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების გადახურვა. უახლოეს დღეებში ბარათაშვილის ქუჩაზე იწყება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა,მიქაბერიძის ქუჩაზე კი მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. ფაზისის ქუჩაზე სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ,,აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა, სადაც ასობით ჩვენი თანაქალაქელია დასაქმებული. „ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, ყველა უბანი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული.საგზაო ინფრასტრუქტურა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება უმთავრესი პრობლემური საკითხია, რომელიც ამ უბნების მოსახლეობას აწუხებს. ჩემი მიზანიც სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა”-განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)