19:46 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 10:37:49, 445 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის საელჩომ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა  საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ნიკოლას კიფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილი, დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი პატრი დარბაისელი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი უსანეთაშვილი.

მხარეებმა აშშ-ის საელჩოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აშშ-ის საელჩომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადასცა.  გიორგი ბაგრატიონმა ნიკოლას კიფს საელჩოს მხრიდან დაცვის პოლიციის  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე სამომავლო გეგმები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics