|
2020-09-23 22:18:39, 708 ნახვა
პოლიტიკა
National Interest - საქართველო კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ ტესტამდე
"საქართველო კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ ტესტამდე", - ამ სათაურით მასალა nationalinterest-ში სხვადასხვა დროს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩები - კენეტ იალოვიცი, ჯონ ტეფტი და უილიამ კორტნი გამოაქვეყნეს. სტატიაში ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 31 ოქტომბერს, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია და ჩარევის მცდელობა მოსალოდნელია. "საქართველო წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის ეპიდემიას, მაგრამ ახლა უკვე 31 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს და პანდემიის ეკონომიკური შედეგების მოგვარების ამოცანა შეასრულოს. თითოეული ჩვენგანი მუშაობდა საქართველოში აშშ-ს ელჩად და შეუძლია დაადასტუროს, რომ ქვეყანამ გრძელი გზა გაიარა დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისკენ 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ. მოსალოდნელია არჩევნებში რუსეთის ჩარევა, რის გამოც შეშფოთებას გამოვთქვამთ. აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ორჯერ გააფრთხილა ქვეყანა, რომ ”ქართველები უნდა ელოდნენ არჩევნებში რუსეთის ჩარევას”, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და სხვა ძალისხმევის გამოყენება”. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ბევრი მეგობარი შეშფოთებულია ქვეყანაში ბოლოდროინდელი რეფორმების ტრაექტორიით. ამის ილუსტრაციაა პალატის ასიგნებების კომიტეტის ბოლოდროინდელი ინიციატივა აშშ-ის მიერ დახმარების 15 პროცენტით შემცირების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა არ "გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს", არ შეუწყობს ხელს კორუფციასთან ბრძოლას და დაიცავს უცხოურ ბიზნესებს საქართველოში. საარჩევნო კამპანია ახლა დაიწყო, მაგრამ არსებობს გარკვეული ხარვეზები. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ ”კლიმატი ხდება დამამძიმებელი საქართველოს მედიისთვის” სასამართლო შევიწროებისა და გამკაცრებული კანონმდებლობის შედეგად და საკომუნიკაციო კანონში გადატანილი ცვლილებები ”რადიოსადგურების და ტელეარხების კონტროლის აშკარა სურვილს წარმოაჩენს”, - ვკითხულობთ სტატიაში.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)