13:00 - 27 Jul, 2026
|
2020-09-21 16:14:02, 565 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილზე - ერს და ქვეყანას დისტანციურად მხსნელად ევლინება
„ის ერს და ქვეყანას ევლინებოდა დისტანციურად მხსნელად, თითქოს ის იყო გამაერთიანებელი ოპოზიციის, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გამჟღავნდა მისი ზრახვები", - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე ვერ შეინახა ის, რასაც ფიქრობდა. „ის ამბობს დღეს, რომ ან ხელისუფლებაში უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, ან ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა. ისე, რომ ასეთი მიდგომა არა თუ არასერიოზულია, არამედ სახიფათო და მე ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ და უფრო მაღალ ხარისხში გაითვალისწინებს ნაციონალური მოძრაობის შესაძლო თეორიულ რისკებს, რომელიც პრაქტიკულად წარმოუდგენელია", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)