|
2020-09-21 15:24:28, 672 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ბორბალში ჯოხივითაა - ის ხელს უშლის ოპოზიციის გეგმებს
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ბორბალში ჯოხივითაა, რადგან ის ხელს უშლის ოპოზიციის გეგმებს. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი მისი წარსულია. „მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული. დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივითაა. ის ხელს უშლის ოპოზიციის გეგმებს და განვითარებას და სწორედ ამიტომაა რომ თავის კოლეგებს შორის კრიტიკას იმსახურებს. ჩვენი საქმე არ არის ეს. ჩვენ არ გვაქვს დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და ვისაუბროთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომავალი საქმე. იმედია "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ფილიალები ერთმანეთში გაერკვევიან.ძველი ოპოზიცია მიდის და ახალი შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა მკვიდრდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)