10:53 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 11:26:59, 588 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - საქართველოს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს

საქართველოს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან არასდროს ყოფილა ისე ძლიერი, როგორც დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარნიორი 2020“-ის დასრულების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ნატოს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულიად იზიარებს მის ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს.

„ჩვენი მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. გლობალური პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით უფრო ძლიერი და დაცულია. თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისე ძლიერი, როგორც დღეს.

ნატო საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმვას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. საქართველო კი ნატოს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულიად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს. სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი სიმბოლოა, რომ საქართველო როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა განაგრძობს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics