|
2020-09-17 12:10:26, 748 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე IRI-ზე: 27%-სგან ვერ გაიგეს, ვის უჭერენ მხარს - ასეთი კვლევითი ორგანიზაცია უთავმოყვარეოა
უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ IRI-ის კვლევითი ორგანიზაციის კვლევა, სადაც მოსახლეობის 27% არ საუბრობს, თუ ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე, პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს უთავმოყვარეოდ. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთი კვლევითი ორგანიზაციები აწვდიან მონაცემებს საერთაშორისო პარტნორებს. „როდესაც, რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ. მე მარტივად კვლევებში ძალიან კარგად ვერკვევი და შესაბამისად ასეთი ორგანიზაცია პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც უთავმოყვარეო და სამწუხაროდ, ასეთი კვლევითი ორგანიზაციები აწვდიან მონაცემებს ჩვენს ძალიან მნიშველოვან საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, საზოგადოების 36% ხმას „ქართულ ოცნებას“, 15% „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% კი, „ევროპული საქართველოს", დაუჭერს მხარს. ამასთანავე, ამომრჩეველთა 23% აცხადებს, რომ არ იცის, ვის დაუჭერს მხარს ან არ აქვს პასუხი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)