01:31 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 11:00:55, 863 ნახვა

რეგიონი
ონში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში, არარეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული.  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდებარე ტერიტორიიდან, 1 მ3-მდე ფიჭვის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, ასევე 4 ერთეული დაუფირნიშებელი ცაცხვისა და ფიჭვის სახეობის მორი ამოიღეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics