|
2020-09-16 17:55:31, 951 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი - ფისკალური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი უნდა გავაგრძელოთ, რათა ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს
ფისკალური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი, რომელიც გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ, რათა 2021 წლისთვის ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობის შედეგები შეაჯამა. როგორც მან აღნიშნა, 2021 წლისთვის საქართველოს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება და ამ პროგნოზს იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა შუალედური შეხვედრა. ჩვენ შევჯერდით მიმდინარე წლის ეკონომიკის საბოლოო მაჩვენებელზე. მათი მოლოდინია, რომ წელს, ეკონომიკა შემცირდება -5%-ით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ ზრდა იქნება 5%-იანი. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები, პრაქტიკულად, ყველა სექტორში ჩანს - ტურიზმის გარდა, სამწუხაროდ. ჩვენ ვხედავთ, რომ მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, ასევე, სხვა სექტორებში, დინამიკა პრაქტიკულად, ძველ ნიშნულს უბრუნდება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 2021 წლისთვის, უნდა გავაგრძელოთ ფისკალური სტიმულირების პროცესი, რათა ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ეს რასაკვირველია, გულისხმობს იმას, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ 2023 წელს, უნდა დავუბრუნდეთ ძველ, 3%-ზე ქვემოთ ნიშნულს, რაც იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე უსაფრთხო და ბუნებრივი მაჩვენებელი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)