03:02 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-14 14:07:45, 1676 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ხდება ყველა ახალ შემთხვევაზე მიდევნება

აჭარის რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. კონტროლდება ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხდება მათი კონტაქტების მიდევნება.

პაციენტების მკურნალობის პროცესში უკვე ჩაერთო 6 სამედიცინო დაწესებულება. უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს ქ. ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში და ორ კარავში.

მისივე თქმით, აჭარაში შემთხვევების მზარდი დინამიკაა და ძირითადად ყველაზე მეტი შემთხვევა ბათუმში ფიქსირდება.

„რეგიონში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა უკონტროლობა და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. შემთხვევების დიდი ნაწილი, რაც ჩვენს არეალშია, ძირითადი ნაწილი გახლავთ მსუბუქი დინამიკით და უსიმპტომოდ. პაციენტების თითქმის უმრავლესობა უკვე ჰოსპიტალიზებულია", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოს შემდგომი მეთვალყურეობის ზონისთვის 350 საწოლი გამოიყო. საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი.

„ჩვენ უკვე ავამუშავეთ სააავადმყოფოს შემდეგი მეთვალყურეობის ზონა, სადაც სამედიცინო ბრიგადა ახორციელებს პაციენტების მეთვალყურეობას. ასევე, გამოვნახეთ დამატებითი საწოლები. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო. 350 საწოლი იდენტიფიცირებულია აღნიშნული პირებისათვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი დაავადებული არ იქნება ყურადღების მიღმა", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics