|
2020-09-14 10:02:57, 1643 ნახვა
საზოგადოება
სკოლა ვალდებული იქნება, სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები უზრუნველყოს
სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისთვის სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა უზრუნველყოს. შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს განათლების მინისტრი დაამტკიცებს. ინიციატივაში აღნიშნულია, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ 2023 წლის პირველ იანვრამდე სამინისტრომ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს. ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის განათლების კომიტეტია, რომელიც განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით, საჯარო სკოლების 2 500 შენობიდან სამედიცინო პუნქტი 532 შენობაში ფუნქციონირებს. 2023 წლის პირველ იანვრამდე კი სამედიცინო პუნქტები საჯარო სკოლის 2 000 შენობაში უნდა შეიქმნას. კომიტეტის ცნობით, თითოეული სამედიცინო პუნქტის აღჭურვას საშუალოდ 5 000 ლარი ესაჭიროება, რომელშიც შედის ინვენტარი და აუცილებელი სამედიცინო პრეპარატები. კომიტეტის ინფორმაციით, დარჩენილი შენობების სამედიცინო პუნქტებით აღჭურვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო იქნება დამატებით, დაახლოებით, 10 000 000 ლარის გამოყოფა. 1tv.ge
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)