|
2020-09-12 16:19:45, 2489 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმისა და ქობულეთის გარდა, ხელვაჩაურშიც სწავლა საკლასო ოთახებში პირველი ოქტომბრიდან დაიწყება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით აჭარაში კორონავისურთან დაკავშრებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის შემდეგ შეჯამდა რეგიონში არსებული კოვიდვითარება და გაკეთდა განცხადებები მიღებულ გადაწყვეტილებებთან და ზომების გამკაცრებასთან დაკავშირბით. ,,მომატებული რისკების ფონზე ჩვენ ყველა მიმართულებით გავამკაცრეთ კონტროლი. ბათუმსა და ქობულეთს დაემატა ხელვაჩაური, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება 1 ოქტომბრიდან, ხოლო მანამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება. მაღალმთიან აჭარაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა კოორდინაცია გაუწიოს სასტუმროებს, სადაც მოხდება უსიმპტომო პაციენტების მოთავსება და მკურნალობა. ,,ყველა უწყება მუშაობს გამართულად და შემდეგ დღეებში ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას. რეგიონის ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაგვიფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი, 80-ზე მეტი კოვიდინფიცირებული, ჩვენ შემდგომ დღეებში ველოდებით, რომ ეს რიცხვი იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული. სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი, ყველა უწყება მუშაობს გამართულად და შემდეგ დღეებში ჩვენ ველით, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და ისევ ეფექტურად შევძლებთ ამ ყველაფრის მართვას, როგორც აქამდე ვაკეთებდით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარაში მიმდინარეობს სკოლების შემოწმება და მონიტორინგი. შემოწმების შედეგების თანახმად, სკოლების უმეტესობა აკმაყოფილებს სტანდარტს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)