00:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 10:32:54, 2406 ნახვა

საზოგადოება
გორში ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

18 წლის ერეკლე თედლიაშვილი, რომელიც გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავდა,   საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თედლიაშვილს სამი თვის განმავლობაში რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან „ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ინციდენტის შემდეგ საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, თარაშ კანდელაკი დააკავეს. ის მოკრივე გიორგი კანდელაკის შვილია. მას ბრალი წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics