|
2020-09-12 10:29:27, 2406 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წელს 31 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა
მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში მოძველებული კომუნიკაციები 31 მისამართზე შეიცვალა. დასრულებული პროექტების საერთო ღირებულება 676 572 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება კიდევ ერთ მისამართზე. ქვიშხეთის ქუჩა N4 კორპუსში წყალარინების დაზიანებული ქსელი იცვლება. პროექტის ფარგლებში, 32 გრძივ მეტრზე 300 მმ-იანი მილი მონტაჟდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძე გაეცნენ. „რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ საცხოვრებელი შენობების მოძველებული კომუნიკაციების რეაბილიტაციას. აღნიშნულ კორპუსში რთული მდგომარეობა გვქონდა, პრობლემური ქსელი იყო, რაც დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. სამუშაოები მომავალ კვირაში დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტით 57 ოჯახის პრობლემა მოგვარდება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)