|
2020-09-10 17:24:41, 2836 ნახვა
საზოგადოება
ქვემო სამგორში ახალი სკვერი მოეწყო
სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. კიდევ ერთი სკვერი ჭიჭინაძის ქუჩაზე გაიხსნა. ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა. ჭიჭინაძის ქ. N1-ის მიმდებარედ, 1 100 კვ.მ ფართობზე საბავშვო მოედნები სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები განთავსდა. სკვერის ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა. ასევე, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო მოედნებზე კაუჩუკის საფარი მოიხატა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება 186 500 ლარია. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი“ შეასრულა. სამგორის გამგეობამ მიმდინარე წელს 22 სკვერი მოაწყო.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)