|
2020-09-10 10:45:14, 2182 ნახვა
საზოგადოება
8:2 – „თბილისის მერია“ 7x7 Master League-ის მესამე ტურის გამარჯვებული გახდა
7x7 Master League-ის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრის გამარჯვებული გუნდი „თბილისის მერია“ გახდა. „მზიურის“ საფეხბურთო მოედანზე გამართულ თამაშში, რომელშიც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მონაწილეობდა, „თბილისის მერიამ“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი „გრასრუტი“ ანგარიშით 8:2 დაამარცხა. „Master League-ის ტურნირის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდთან - „გრასრუტი“ შეხვედრა გვქონდა, რომელიც წარმატებით დასრულდა და დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ. ზოგადად, მიხარია, რომ ტურნირში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს, რაც კარგია იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დავნერგოთ. ვიცხოვროთ სპორტით, ვიცხოვროთ ფეხბურთით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში, რომელიც პირველად გასულ წელს გაიმართა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონი - 64-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ჩართული. მიმდინარე წელს პროექტში ჩართული გუნდების საერთო რაოდენობა 544-ია, რაც 2019 წელს მონაწილე გუნდების რაოდენობას ორჯერ აღემატება. Master League-ის წლევანდელი სეზონის პირველი შეხვედრა 21 აგვისტოს რაჭაში გაიმართა, თბილისში კი სტარტი 25 აგვისტოს აიღო.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)