|
2020-09-09 12:21:47, 2745 ნახვა
საზოგადოება
ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები იკრძალება
ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები იკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. „რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ასეთი ღონისძიებების ჩატარება იგულისხმება ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა. ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)