|
2020-09-08 15:13:12, 3301 ნახვა
საზოგადოება
ავიაციის პარკის განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, აქტიურ ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავები საავიაციო ქარხანაშია გადატანილი და სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ საფრენი აპარატების კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. დღეს თავდაცვის მინისტრი მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალისტებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით სუ-25 გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების, UH-1-ების და L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება. საავიაციო პარკის განახლების პროცესი „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილი თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)