|
2020-09-07 11:52:29, 2537 ნახვა
საზოგადოება
ზუბალაშვილების ქუჩაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N8-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „მთაწმინდის რაიონში მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი სახლი დგას, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გავამაგროთ ყველა სახლი და ადგილობრივ მოსახლეობას გავუუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. წელს, უკვე შვიდი სახლი გავამაგრეთ, ხუთის გამაგრება კი მიმდინარეობს. მსგავსი პროექტების განხორციელება წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ამაჟამად, აღნიშნულ შენობაში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება. სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 ათასი ლარი დაიხარჯება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)