|
2020-09-06 10:15:31, 2541 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე სტანდარტების LED განათების სისტემა მონტაჟდება
ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის LED განათების სისტემა მონტაჟდება. სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს, შეიცვლება განათების დაახლოებით, 180 ბოძი. სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „LED განათების მონტაჟი თავიდანვე გათვალისწინებული იყო და როგორც ყოველთვის ვამბობდით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლოს უნდა მომხდარიყო. დღეს ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას და მონტაჟდება ის ნაწილი, რომელიც უკვე ჩამოტანილია. თვის ბოლოს სანათები სრულად უნდა იყოს ადგილზე. აღნიშნული სისტემა თავისი დიზაინით არსებული სანათებისგან განსხვავებულია და ამ ულამაზეს გამზირს ძალიან დაამშვენებს. განათების ძველი ბოძები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ახალი სანათები კი ევროპული სტანდარტისაა. მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც რეაბილიტაცია ხორციელდება, ყველგან ანალოგიური სამუშაოებია გათვალისწინებული, თუმცა ქუჩის სიდიდიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე განსხვავებული მიდგომა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თანამედროვე სტანდარტების LED განათების სისტემის დამონტაჟებამდე, რომლის ღირებულება დაახლოებით, 1 200 000 ლარია, ჭავჭავაძის გამზირზე სრულად შეიცვალა გარე განათების ქსელი და ელექტროსადენები მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები მიწისქვეშა კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე, ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)