|
2020-09-05 18:55:33, 3520 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართა
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, მუშთაიდის ბაღში, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილე კომპანიებისგან სხვადასხვა მომსახურება განსაკუთრებულ ფასად მიეღოთ. ისინი სხვადასხვა სიახლეს გაეცნენ, ბავშვებმა კი, სახალისო და შემოქმედებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. საფესტივალო აქტივობები ექვს ზონაში გადანაწილდა: სპორტული ზონა მოიცავდა სპორტულ სკოლებს, წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილი იყო საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმო ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავდა გასართობ ცენტრებს, ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს; საბავშვო „სტარტაპების“ ზონაში წარმოდგენილი იყო სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები; კულტურული ზონა კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას მოიცავდა. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იყო მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო და საგანმანათლებლო მიმართულებით. საბავშვო ფესტივალის სცენაზე გაიმართა ჯგუფის „მარტივი გამოსავალი“ კონცერტი. ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა დაესწრო.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)