12:00 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 11:59:22, 7429 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ბრიტანეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანელ დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მინისტრმა ბრიტანეთის მხარეს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებული წვლილი აღნიშნა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში Noble Partner 2020 ბრიტანელი სამხედროების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი ბრუმველი დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics