03:57 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 13:09:26, 2471 ნახვა

პოლიტიკა
კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე იქნება

კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლევან ჯაფარიძემ კრწანისის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

„როგორც იცით, კრწანისის რაიონში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. საზოგადოებას უახლოეს დღეებში ლევან ჯაფარიძის კანდიდატურას წარვუდგენთ. ის ამდენი ხნის განმავლობაში, კრწანისის რაიონის გამგებელი იყო. ჩვენ ერთად ვახორციელებდით იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ამ რაიონისთვის იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. ლევან ჯაფარიძე უკვე საკრებულოდან დაგვეხმარება. დარწმუნებული ვარ, მას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება და აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ლევან ჯაფარიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics