|
2020-09-01 11:25:39, 2293 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ნაც. მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთი ბნელი მედლის ორი მხარეა, ისინი ერთად აკეთებდნენ რუსულ საქმეს
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებთან, როგორიცაა „ევროპული საქართველო“ „ლეიბორისტები“, „გირჩი“ და ა.შ, ასევე „პატრიოტთა ალიანსთან“, ნინო ბურჯანაძესა და პრორუსულ პარტიებთან“ გამოვრიცხავთ კოალიციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაც. მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე და ისინი ერთად აკეთებდნენ რუსულ საქმეს. „კოალიცია ჩვენ არ დაგვჭირდება. ასეთია დღევანდელი სურათი და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ საზოგადოების მხარდაჭერის საფუძველზე ჩვენ ავიღებთ ბევრად მეტს ვიდრე 50%-ია და შესაბამისად ჩამოვაყალიბებთ სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას. თუ ვსაუბრობთ თეორიულ ვარიანტებზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავთ ნებისმიერ კოალიციას როგორც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებთან, როგორიცაა „ევროპული საქართველო“ „ლეიბორისტები“, „გირჩი“ და ა.შ, ასევე „პატრიოტთა ალიანსთან“, ნინო ბურჯანაძესა და პრორუსულ პარტიებთან. „ნაც. მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე, ისინი ერთად აკეთებდნენ რუსულ საქმეს საქართველოში და ესაა მათთვის საერთო და ამიტომ სხედან ერთ მაგიდაზე. ვგულისხმობ „ნაც. მოძრაობას“, მის სატელიტებს, „პატრიოტთა ალიანსსა“ და ნინო ბურჯანაძეს. ისინი არიან გაერთიანებული რუსული საქმისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)