|
2020-08-30 12:35:49, 3614 ნახვა
პოლიტიკა
რესან კონცელიძე - მზად ვარ, ვემსახურო ბათუმს, თითოეული ბათუმელი ახალგაზრდის, პენსიონერის, ვეტერანის, სოციალური მუშაკის, პედაგოგის, მეწარმის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნისთვის
„მზად ვარ, ვემსახურო ბათუმს, თითოეული ბათუმელი ახალგაზრდის, პენსიონერის, ვეტერანის, სოციალური მუშაკის, პედაგოგის, მეწარმის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნისთვის“ , - ამის შესახებ რესან კონცელიძემ განაცხადა. “მოგესალმებით ჩემო ბათუმელებო, პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, გენერალურო მდივანო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარევ, ძვირფასო ბათუმელებო უპირველეს ყოვლისა, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს აქ მობრძანებისა და დაფასებისთვის. ასევე, გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ნდობა გამომიცხადა და მომცა შესაძლებლობა თქვენს წინაშე წარვმდგარიყავი. დღეს, აქ ჩემი ქვეყნის, ჩემი კუთხისა და ქალაქის სიყვარულმა მომიყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ბათუმელს, მიუხედავად პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა, უყვარს თავისი ქალაქი და უნდა, რომ ამ ქალაქში ცხოვრება იყოს უკეთესი, ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული თანაცხოვრებისა და ღირსების წესების შესაბამისად. მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, ჩვენი ქალაქი ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ თქვენთან ერთად, თქვენი თანადგომით, დავძლევთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენნი თანაქალაქელების წინაშეა და შევძლებთ მის გადალახვას, თითოეული თქვენგანის ხმას მივაწვდენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. გამარჯვება გარდაუვალია, როდესაც ემსახურები სიმართლეს, აკეთებ საჭირო საქმეს და გესმის შენი ხალხის ხმა. მზად ვარ, ვემსახურო ბათუმს, თითოეული ბათუმელი ახალგაზრდის, პენსიონერის, ვეტერანის, სოციალური მუშაკის, პედაგოგის, მეწარმის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნისთვის. მადლობა ყველას, ვინც ნდობას მიცხადებს ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე. ჩვენ ერთად შევქმნით ბათუმის წარმატებულ მომავალს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის, ერთად ბათუმის წარმატებისთვის.” , - განაცხადა რესან კონცელიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)