|
2020-08-30 10:10:03, 4086 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმის მერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერები ჩამოხსნა - პარტიის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შედგა
პარტიის სკანდალური ბანერი ბათუმის მერიამ ჩამოხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმიც შედგა. ბანერები ჩამოხსნამდე, ერთ-ერთი ბანერი პარტია „ლელოს“ აქტივისტებმა ჩამოხიეს და ბანერის შინაარსი დაგმეს. „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“ - ამ წარწერით „პატრიოტთა ალიანსს“ აჭარის ტერიტორია ოკუპირებულად ჰქონდათ აღბეჭდილი. ჩამოხსნამდე ბანერს დეკანოზი ილიაც გამოეხმაურა და პარტიას რუსული აგენტურა უწოდა. ოპოზიციაში ფაქტზე კომენტარი ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ გააკეთეს. ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, „პატრიოტები“ ტყუილით შუღლის გაღვივებას ცდილობენ, ხატია დეკანოიძემ კი პარტიის არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)