|
2015-09-11 18:03:27, 397 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ესტონეთის პრემიერს ტაავი რიივასს შეხვდა
„ძალიან გულწრფელი და საქმიანი შეხვედრა“, - ასე აფასებს თავდაცვის მინისტრის ტაავი რიივასთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას. „პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა და მივაწოდე ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებისა და რეგიონში არსებული საფრთხეების შესახებ. ესტონეთი შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული ქმედებებით - „მცოცავი ოკუპაციით“, საქართველოში... ჩემი მთავარი გზავნილია, რომ საჭიროა ადეკვატური და თამამი ნაბიჯები, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინის შემდეგ მოსკოვი თავისი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად სამხედრო ძალას ევროპის სხვა ქვეყანაში და უფრო სიღრმეში გამოიყენებს. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო საქართველოს მოთხოვნებსა და მოლოდინებს ვარშავის 2016 წლის სამიტიდან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა და ის ბუნებრივად წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოების გარემოს შემადგენელ კომპონენტს“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი. როგორც თინათინ ხიდაშელმა განმარტა, ესტონეთის რესპუბლიკა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მტკიცე მხარდამჭერია. ნატოს ფარგლებში, ასევე სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატებში, ესტონეთის დიპლომატიის ერთ-ერთი მიზანია ალიანსის გაფართოების მხარდაჭერა და მათ შორის საქართველოს გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატოში ჩვენი ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერისა და ლობირების კუთხით, ესტონეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. 2014 წლის 16 ივნისს ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო. “ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან. მივიღეთ სრული მხარდაჭერა, დაპირება მისი მხრიდან, რომ ყველა ფორუმსა და ყველა შეხვედრაზე ის იქნება საქართველოს ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ადვოკატი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ბალტიისპირელ მეგობრებთან ერთად მოვახერხებთ ამ გზის წარმატებით გავლას“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)