08:16 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-28 11:43:16, 17304 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 232 პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და ჯამში გახდა დადასტურებული 1455 შემთხვევა. ამ ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 2 პაციენტის ინფიცირების წყარო არის კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი, 3 შემთხვევა იმპორტირებულია, სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 ინფიცირებულის წყაროზე გრძელდება კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის მიზნით.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 6-ით გაიზარდა და გახდა 1196. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82%-არის.

ამ ეტაპზე, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა. აქედან, კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელია. კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიურ განყოფილებებში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics