|
2020-08-27 14:44:22, 10250 ნახვა
სამხედრო
დღეს ბათუმში თავდაცვის ძალებში კალათბურთის ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართება
საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრებს „3X3 კალათბურთში“ ბათუმი მასპინძლობს. ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ პარა-კალათბურთში საჩვენებელი თამაშით გაიხსნა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირმა სტარტი ეროვნული გმირის დაბადების დღეს, 18 აგვისტოს აიღო. ჩემპიონატი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით წელს პირველად ტარდება და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. მინისტრის გადაწყვეტილებით, საპრიზო ფონდი შეიქმნა, რომლითაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ჩემპიონატში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდი მონაწილეობს. პირველი შესარჩევი ტურიდან, მეორე დასკვნით ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა. დღეს ფინალში ერთმანეთს 4 გამარჯვებული გუნდი დაუპირისპირდება. ტურნირის გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)