|
2020-08-26 14:26:46, 1614 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის მეტ ჩართულობაზე. ასევე განიხილეს ოქტომბერში დაგეგმილი დიასპორის ეკონომიკური ფორუმის ჩატარების საკითხები, რომელშიც მონაწილეობას უცხოეთში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები მიიღებენ. ფორუმი ხელს შეუწყობს დიასპორის წარმომადგენლებს, გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მონაწილეები ასევე გაეცნობიან ბიზნესის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებს, რომლითაც მათ სარგებლობა შეუძლიათ. ასევე აღინიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართული დიასპორის მეტი ჩართულობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მნიშვნელოვანია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე, თორნიკე ზირაქიშვილი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)