|
2020-08-24 18:28:12, 2473 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებას რუსეთის ფედერაციიდან იღებს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებას რუსეთის ფედერაციიდან იღებს. როგორც კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გაშიფრულია კონკრეტული სქემა, თუ როგორ ხდება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ მათთვის ფულის მიწოდება. „დღეს მედიით გავრცელდა ძალიან საინტერესო, საყურადღებო და ამასთანავე, შემაშფოთებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფინანსდება „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან. კონკრეტული სქემა არის გაშიფრული, როგორ ხდება მათი კურირება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ და როგორ ხდება მათთვის ფულის მიწოდება, როგორც ჩანს იმ მიზნით, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ გაძლიერდეს საქართველოში და შემდეგ შეუქმნას კოალიციური მთავრობა „ქართულ ოცნებას“. კონკრეტული გვარები არის დასახელებული იმ გამოძიებაში, რომელიც გაავრცელა „დოსიემ“, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ ეფ-ეს-ბეს“ პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და გრუ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი არიან „პატრიოტთა ალიანსის“ უშუალო კურატორები მოსკოვში, რომლებიც, თავის მხრივ, არიან საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალის ვლადიმერ ჩერნოვის დაქვემდებარებაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)